საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1100
2013 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვისსაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. თიანეთის, თეთრიწყაროს, ხაშურის, გორის, ქარელის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით საჭირო სამუშაოების, კერძოდ ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 1 448 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდარვა ათასი) ლარი.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ენერგომიმწოდებელი კომპანიისგან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს დანართით გათვალისწინებული სოფლების ელექტრიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
დანართი
|
| რეგიონი | მუნიციპალიტეტი | სოფელი |
| 1 | მცხეთა-მთიანეთი | თიანეთი | ჭიაურა |
| 2 | მცხეთა-მთიანეთი | თიანეთი | გძელველი |
| 3 | ქვემო ქართლი | თეთრიწყარო | ჩხიკვთა |
| 4 | შიდა ქართლი | ხაშური | ღართა |
| 5 | შიდა ქართლი | გორი | ქსოვრისი |
| 6 | შიდა ქართლი | ქარელი | ლეთეთი |
| 7 | შიდა ქართლი | ქარელი | ტყემალა |
| 8 | სამცხე-ჯავახეთი | ადიგენი | უტყისუბანი. |