„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №1100 განკარულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1468
2013 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს№ 1100 განკარულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს № 1100 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თიანეთის, მცხეთის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით საჭირო სამუშაოების, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოს 1 702 000 (ერთი მილიონ შვიდას ორი ათასი) ლარი.“.
ბ) განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართი
|
| რეგიონი | მუნიციპალიტეტი | სოფელი |
| 1 | მცხეთა-მთიანეთი | თიანეთი | ჭიაურა |
| 2 | მცხეთა-მთიანეთი | თიანეთი | გრძელველი |
| 3 | მცხეთა-მთიანეთი | მცხეთა | ბევრეთი |
| 4 | შიდა ქართლი | ხაშური | ღართა |
| 5 | შიდა ქართლი | გორი | ზედა (ზემო) ქსოვრისი |
| 6 | შიდა ქართლი | ქარელი | ზემო ლეთეთი |
| 7 | შიდა ქართლი | კასპი | გოსტიბე |
| 8 | სამცხე-ჯავახეთი | ადიგენი | უტყისუბანი |