„ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის“ დაფინანსების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №557
2013 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის“ დაფინანსების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სააგენტო „NL Agency International”-ში „ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის“ ORIO-ს გრანტის გამოყოფის თაობაზე განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით.
2. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის“ ORIO-ს გრანტის გამოყოფის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ სააგენტო „NL Agency International”-ში განაცხადის წარდგენისას განზრახულობის წერილის (letter of Intent) გაცემასთან დაკავშირებით.
3. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სააგენტო „NL Agency International”-ში ORIO-ს მიერ „ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის“ თანადაფინანსების შემთხვევაში გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი