საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 37
2013 წლის 1 5 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
,,საქართველოს 201 3 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, 201 3 წლის 1 იანვრიდან დაშვებულ იქნეს შემდეგი გამონაკლისები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატისათვის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 160 ერთეულით;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატის მიერ განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 160 ერთეულით.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 70 ერთეულით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა:
ბ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 6000 ერთეულით;
ბ.ბ) დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 4500 ლარისა;
ბ.გ) შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობ რივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2000 ლარისა;
ბ.დ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ ი თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოე ბის წლიური ოდენობის ა რაუმეტეს 65%-ით, რომლის გაცემაც მოხდება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის კანონმდებლობით ნაბადართული საკუთარი შემოსავლების ფარგლებში ;
გ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა:
გ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 1524 ერთეულით;
გ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტა ტით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოე ბის წლიური ოდენობის არაუმეტეს 40%-ით;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 73 ერთეულით;
ე) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა აპარატის დაფინანსების ფარგლებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 10 ერთეულით, ხოლო განსახორციელებელი პროგრამებისა და გრანტების ფარგლებში – 62 ერთეულით;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ:
ვ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 399 ერთეულით;
ვ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ ი თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის ა რაუმეტეს 37%-ით.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი