საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №458
2017 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და მიეცეთ თანხმობა, რომ 2017 წლისთვის განისაზღვროს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 38 (ოცდათვრამეტი) ერთეულით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის:
ბ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 280 (ორას ოთხმოცი) ერთეულით;
ბ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არაუმეტეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 34%-ისა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის:
გ.ა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არაუმეტეს 1700 (ერთი ათას შვიდასი) ლარით;
გ.ბ) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არა უმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით;
გ.გ) შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გარკვეული პერიოდით დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი