„დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №105
2009 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №525 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „დაბა ბაკურიანის წრიული გზის რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №525 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:“.
2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაძლოდ მოკლე დროში განახორციელოს დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებითა და ტექნიკური ზედამხედველობით) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მოვლა-შენახვის ხარჯების“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური