„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№156

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროექტის არსი

ა) „ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით შექმნილი კომისია განიხილავს და შეარჩევს წარმოდგენილ წინადადებებს და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას წარმოდგენილ წინადადებათა მოწონების შესახებ;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური