საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრ და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №199
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრ და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
1. საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრ და წყალდიდობის პრევენციის სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამა „მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების“ ფარგლებში საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შემდეგი ობიექტებისათვის:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტი, ქალაქი აბაშა, მდინარე რიონზე – დატბორვის საწინააღმდეგო მიწის დამბის აღდგენა, ღირებულებით 61 000 (სამოცდაერთი ათასი) ლარი;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარხანი, მდინარე აბასთუმნის წყალი – ქვანაყარი ბერმის მოწყობა, ღირებულებით 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჰერეთის კარი – საწრეტი არხის გაჭრა (მიწის სამუშაოები), ღირებულებით 35 900 (ოცდათხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური