საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №33 7

2010 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, სა­ქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონებში ნაპირსამაგრი და წყალ­დიდობის პრევენციის სამუშაოთა შეზღუდულ ვადებში გან­სახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებ­რივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ საა­გენ­­ტოს მიენიჭოს უფლება, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოების სა­ხელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლა­პა­რა­კე­ბის საშუალებით, შემდეგი ობიექტებისათვის:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტი – ქ. ქობულეთი, ბულვარის ტერიტორია, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ნაპირდამცავი კედ­ლის ძირის გამაგრება – ღირებულებით 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვი, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდამცავი საყრდენი კედლის გამაგრება ჩაქცეული ტერასის აღდგენა – ღირებულებით  15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;

გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვში, მდ. ჩაქ­ვის­წყლის მარჯვენა სანაპიროზე მოსახლეობის დასაცავად დატ­ბორ­ვის საწინააღმდეგო ნაგებობის მოწყობა – ღირებულებით  16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;

დ) წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის წყალსაცავის შე­მომზღუდავი  დამბის  აღდგენა  ორ უბანზე  – ღირებულებით 117 048 (ას ჩვიდმეტი ათას ორმოცდარვა) ლარი.  

2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კა­ნონით სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის (ორგანი­ზა­ციუ­ლი კოდი – 38 13 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                                                           ნ. გილაური