სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კრედიტორული დავალიანებების დაზუსტების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №281
2006 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კრედიტორული დავალიანებების დაზუსტების ღონისძიებათა შესახებ
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაზუსტებისა და „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების მიზნით:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა (შემდგომში – საბიუჯეტო ორგანიზაციები) პირველად საბუღალტრო დოკუმენტებზე დაყრდნობით უზრუნველყონ კრედიტორულ დავალიანებათა ინვენტარიზაცია და დაზუსტება.
2. ხანდაზმულ კრედიტორულ დავალიანებათა აღრიცხვა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით № 1 დანართის მიხედვით.
3. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს № 3 დანართის მიხედვით წარუდგინონ დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ იმ კრედიტორული დავალიანებების შესახებ (გარდა სახელფასო და სამივლინებო დავალიანებებისა), რომლებზეც არსებობს შემდეგი მონაცემები:
ა) კრედიტორის ზუსტი დასახელება;
ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშის ნომერი;
დ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში რეგისტრაციის მოწმობა) ან კრედიტორი ფიზიკური პირების ჩამონათვალი, რომლებიც არ წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს;
ე) კრედიტორული დავალიანების მოცულობა.
4. კრედიტორულ დავალიანებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული და 2006 წლის 1 იანვრამდე გადაუხდელი თანხები. ამ თანხების ორმაგად გადახდის თავიდან ასაცილებლად ის უნდა შედარდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ხელთ არსებულ მონაცემებთან, № 4 დანართის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა № 5 დანართის შესაბამისად ცალკე აღრიცხონ ის დავალიანებები, რომლებიც არ არის ასახული მათ საბუღალტრო დოკუმენტებში და ამასთან, ჩამოჭრილია იძულების წესით სასამართლო აღმასრულებლის მიერ; აღნიშნული დავალიენებების ოდენობის განსაზღვრისას საბიუჯეტო ორგანიზაციებმა იხელმძღვანელონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციებით.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა № 6 დანართის შესაბამისად აღრიცხონ ის დავალიანებები (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანებები), რომელთა დამადასტურებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები არ მოიპოვება (ან ამ დავალიენებებისათვის უფ-ლებამოსილი კრედიტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ დგინდება) და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახ-დინონ რეაგირება.
7. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 1 აგვისტომდე წარუდგინონ დაზუსტებული კრედიტორული დავალიანებების რეესტრი № 2, № 3, № 4 და № 5 დანართების მიხედვით (დანართები დადასტურებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით).
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს წინადადებების წარმოდგენა საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვის შესახებ.
9. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე შესაბამისი დავალიანების სააღსრულებო წარმოების შესაწყვეტად დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ ინფორმაციის სისწორისა და ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა მართებულად დაფარვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
ხანდაზმული კრედიტორული დავალიანებები
ლარობით
| № | კრედიტორის დასახელება | საიდენტი-ფიკაციო კოდი | ბანკის რეკვიზიტები | ანგარიშის ნომერი | კრედიტორული დავალიანების წარმოშობის პერიოდი | კრედიტო-რული დავალია-ნების მოცულობა | ეკონომი-კური კლასიფი-კაციის მუხლები | შენი-შვნა |
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 1 2 3 4 5 6 7 8 . . . . |
|
|
|
|
|
|
|
სამინისტროს/უწყების ხელმძღვანელი:
დანართი №2
ინფორმაცია საქართველოს ..... სამინისტროს/უწყების კრედიტორული დავალიანების შესახებ
(ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით)
ლარობით
| სამინისტროს/უწყების დასახელება | 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანება |
| მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება* |
|
| დამქირავებლიდან ანარიცხები* |
|
| მივლინებები* |
|
| სხვა საქონელი და მომსახურება |
|
| პროცენტის გადახდა** |
|
| სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერები** |
|
| კაპიტალური ხარჯები* |
|
| დაკრედიტება* |
|
| ვალის დაფარვა* |
|
* ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს პირველად დოკუმენტებზე დაყრდნობით
** ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს #3 დანართის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით
სამინისტროს/უწყების ხელმძღვანელი:
დანართი №3
წინა პერიოდის კრედიტორული დავალიანებები
ლარობით
| № |
კრედი-ტორის დასა-ხელება |
საიდენტიფიკაციო კოდი |
ბანკის რეკვი-ზიტები |
ანგარი-შის ნომერი | 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსე- ბული კრედიტორული დავალიანებები |
ეკონომიკური კლასიფიკაც- იის მუხლები | მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებ- ული თანხა |
შენიშვნა | |
|
|
|
|
|
|
|
| თანხა ლარობით | თანხა აშშ დოლარობით | |
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 3 4 5 6 7 8 . . . . . . | |||||||||
სამინისტროს/უწყების ხელმძღვანელი:
დანართი №4
სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხები
ლარობით
|
№ |
კრედიტორი (სრული დასა- ხელება) | სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა |
გადასახდელი თანხის სახეობა (სახელფასო დავალიანება, საპენსიო დავალიანება და ა.შ.) |
სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი |
გასტუმრებული თანხა |
შენიშვნა | ||
| თანხა ლარობით | თანხა აშშ დოლარო-ბით | იძულების წესით ჩამოჭრილი | ნებაყოფლობით აღსრულებული | |||||
|
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 1 2 3 4 5 6 7 8 . . . . . |
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამინისტროს/უწყების ხელმძღვანელი:
სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
დანართი №5
სასამართლო გადაწყვეტილებებით იძულების წესით ჩამოჭრილი თანხები, რომლებიც არ არის ასახული საბუღალტრო დოკუმენტებში
ლარობით
| № | კრედიტორის დასახელება | საიდენტიფიკაციო კოდი | ბანკის რეკვიზიტები | ანგარიშის ნომერი | სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა | გადასახდელი თანხის სახეობა (სახელფასო დავალიანება, საპენსიო დავალიანება და ა.შ.) | სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი | იძულების წესით ჩამოჭრილი | შენიშვნა | |
|
|
|
|
|
| თანხა ლარო-ბით | თანხა აშშ დოლარობით |
|
|
|
|
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 1 2 3 4 5 6 7 8
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სამინისტროს/უწყების ხელმძღვანელი: სახაზინო სამსახურის უფროსი:
დანართი №6
კრედიტორები, რომელთა დამადასტურებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები არ მოიპოვება, ან ამ დავალიანებებისათვის უფლებამოსილი კრედიტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ დგინდება*
ლარობით
| № | კრედი-ტორის დასახელე-ბა | ეკონომი-კური კლასიფიკაციის მუხლები | 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეო-ბით არსებული კრედიტო-რული დავალიანე-ბები | სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული დავალიანებები | გასტუმრებული თანხა |
შენიშვნა | ||
|
|
|
|
| თანხა ლარობით | თანხა აშშ დოლა-რობით | იძულების წესით ჩამოჭრილი | ნებაყოფლო-ბით აღსრულე-ბული | |
|
| 1 | 2 | 3 | 4 |
|
|
| 5 |
| 1 2 3 4 5 6 7 8
|
|
|
|
|
|
|
|
|
*(მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანებები)
სამინისტროს/უწყების ხელმძღვანელი: