კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1915
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1915

2012 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვა­ლისწინებით, კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა აღრიცხვის მიზნით:

1. განხორციელდეს კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფ პირთა ერთჯერადი აღრიცხვა და მათ შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძიებები უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო).

3. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოჯახი – ინტერვიუირების შედეგად საკონტაქტო პირის მიერ შესაბა­მისი კითხვარის ფორმაში დასახელებული ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც შეჭრილი არიან კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობში. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;

ბ) კითხვარი – სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმა, რომელიც ასახავს კითხვარის შევსების დროისათვის ოჯახის შესახებ ამ განკარგულების მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციას;

გ) საკონტაქტო პირი – ოჯახის წევრი, რომელიც ოჯახის სახელით მონაწილეობს კითხვარის შევსებაში და პასუხისმგებელია მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის;

დ) ინტერვიუერი – სააგენტოში დასაქმებული პირი;

ე) ოჯახის დროებითი საცხოვრისი – კერძო და/ან სახელმწიფო საკუთ­რებაში არსებული ფართობი, რომელშიც კითხვარის შევსების დროისათვის უკანონოდ შეჭრილია ოჯახი;

ვ) ოჯახის ფაქტობრივი მისამართი – ფართობი, რომელიც ოჯახს დაკავებული ჰქონდა დროებითი საცხოვრისის დაკავებამდე;

ზ) სხვა საცხოვრისი – ფართობი, რომელსაც ფლობს ოჯახი ან მისი რომელიმე წევრი და რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სა­ცხოვ­რისად.

4. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული კითხვარის ფორმის დაბეჭდვას;

ბ) მის ხელთ არსებული და/ან კომპეტენტური ორგანოებიდან ოჯახის დროებითი საცხოვრისის თაობაზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად დაბეჭდილი კითხვარის შევსებას, ოჯახის დროებითი საცხოვრისის ადგილზე ვი­ზიტების მეშვეობით;

გ) შევსებულ კითხვარებში არსებული ინფორმაციის გადატანას ელექტრონულ ფორმატში და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას;

დ) კერძო და/ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობებში უკანონოდ მყოფი ოჯახების ერთჯერადი აღრიცხვის მიზნით ტექნიკური, ადმინის­ტრა­ციული და ფინანსური ხასიათის ღონისძიებების გატარებას (მათ შორის, სააგენ­ტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით).

5. ოჯახის აღრიცხვა წარმოებს ნებაყოფლობით, ოჯახის დროებითი საცხოვრისის ადგილზე ინტერვიუერის ვიზიტის მეშვეობით.

6. ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შემჭიდ­როებულ ვადებში განხორციელების მიზნით:

ა) დაევალოთ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, სააგენტოს მიაწოდონ ოჯახების დროებითი საცხოვრისის შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია;

ბ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, სააგენტოს მიაწოდონ ოჯახების დროებითი საცხოვრისის შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია;

გ) სამინისტრომ უზრუნველყოს კითხვარის ფორმის დამტკიცება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით;

დ) სააგენტომ უზრუნველყოს:

დ.ა) ინტერვიუერის შრომის ანაზღაურება;

დ.ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატა ­რებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა საქართველოს მოქმედი კანონ ­მდებლობით სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსა ­ხურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გა­მარ­­ტივებული შესყიდ ­ვის საშუალებით.

7. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 31 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი