„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1978-IIს
სარეგისტრაციო კოდი
450090060.05.001.017335
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუზეუმს ადგილობრივ კატეგორიას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ან მუზეუმის მესაკუთრის განცხადებით ანიჭებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“.

 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აღრიცხავენ მათ ტერიტორიაზე და მათ საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს.“.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის კოორდინაცია სამუზეუმო საქმიანობის მართვაში;“.

 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:

ა) აფინანსებენ და აკონტროლებენ მათ საკუთრებაში არსებულ მუზეუმებს;

ბ) კოორდინაციას უწევენ მათ ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების საქმიანობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 თებერვალი 2014 წ.

N1978-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

მუზეუმების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.02.2014.
როდის იქნა მიღებული „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1978-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 450090060.05.001.017335.
რამდენი მუხლისგან შედგება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1978-IIს, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 450090060.05.001.017335 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2240352/