წინა რედაქცია (24.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დევნილის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღრიცხვა 1. თუ პირმ(ა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელიადგილი და გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ - 26.12.2018, იგი ვალდებულია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით მიმართოს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასვლიდან არაუგვიანეს ორი წლისა№4139). 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით ყოველი თვის ბოლოს აწვდის სამინისტროს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-611(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2025
…საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დევნილის უფლებები უნდა დაეცვა სახელმწიფოს. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009…
საქმე №ბს-243(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
…ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლით გათვალისწინებული მოვლენის დადგომის დროისთვის პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ამ ადგილზე დაბრუნების შეუძლებლობა, ამასთანავე მითითებული კანონის მე-9 მუხლი ადგენს დევნილის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აღრიცხვის წესს, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველი თვის ბოლოს…
საქმე №ბს-206(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
…საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დევნილის უფლებები უნდა დაეცვა სახელმწიფოს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009…
საქმე №ბს-663(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2021
…საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, დევნილის უფლებები უნდა დაეცვა სახელმწიფოს. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009…
საქმე №ბს-81-76(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2013
…კომპენსაციის მიღება სწორედ სამინისტროს ქმედებაზე (ოჯახებად განსაზღვრაზე) იყო დამოკიდებული. სამინისტროს კანონიერი ქმედების პირობებში ე. ქ-ა, როგორც დამოუკიდებელი ოჯახი, 7000 აშშ დოლარს მიიღებდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, დევნილის უფლებებს იცავს…