მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №193
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ
1. აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 1-ის ფარგლებში, მოწონებულ იქნეს მესტიის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობისთვის მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული გეგმით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ„საქართველოს2014წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია“ პროგრამის (პროგრამული კოდი - 25 04) და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 ბრძანებით დამტკიცებული „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (აზიის განვითარების ბანკი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 04 05) გათვალისწინებული ასიგნებების „საბიუჯეტო სახსრებიდან“ მისთვის გადარიცხული თანხების ფარგლებში.
პრემიერ -მინისტრი ი . ღარიბაშვილი