„ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №75

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზის მიმდინარეშეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ ლის შესაბამისად ,„ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების გან ხორ ციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის №491 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ დე გი ცვ ლი ლე ბა და დამატება:

1. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა 2010-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინონ საჭირო სახსრების გამოყოფა ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2010-2011 წლებში უზრუნველყოს ნახშირღელე-ნავენახევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება;

ბ) 2010 წელს დაგეგმილ სამუშაოთა დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის  „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) მიმდინარე წელს შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის თაობაზე.“.  

პრემიერ-მინისტრი                ნ.  გილაური