თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№324
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016708
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №324

2014 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით გამოეყო 700.0 ათასი ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა.ა) დაბა თიანეთსა და სოფელ ჟებოტის ტერიტორიულ ორგანოს შორის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისათვის;

ა.ბ) სოფელ საყდრიონში სასმელი წყლის არტეზიული ჭისა და შიდა ქსელის მოწყობისათვის;

ა.გ) სოფელ ზარიძეებში საბავშვო ბაღის აშენებისა და მისი რემონტისათვის;

ა.დ) დაბა თიანეთში 300 არაგველის ქუჩის მოასფალტებისათვის;

ბ) ზემოაღნიშნული განკარგულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 20 630 ლარს.

2. მიეცეს უფლება თიანეთის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია 20 630 ლარი მიმართოს დაბა თიანეთში გზების მოასფალტების სამუშაოების დასაფინანსებლად.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2014.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“?
„თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 21.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №324. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016708.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“, №324, 21.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2261729/