სს გეს „საქრუსენერგოს“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 906.15 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1062
2010 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
სს გეს „საქრუსენერგოს“კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 906.15 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება და საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2010 წლის 9 აგვისტოს სხდომის ოქმი №7) და სს გეს „საქრუსენერგოს“კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის სსიპ – სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამოირიცხოს 906.15 ჰა მიწის ფართობი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური