ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№291
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 10/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №291

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების შესახებ

ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების თანდართული გეგმა.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის შესაბა­მისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადო­ებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შე­უ­ფერხებლად გატარების მიზნით, თანდართული გეგმის პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის სა­იუბილეო მედლების დასამზადებლად საჭირო საქონ­ლის/მო­მ­სახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანო­ნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყო­ფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების მომზადებისას გაითვალის­წინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ასიგ­ნე­ბათა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ცი­ა­ლ­ური დაც­ვის სამინისტროსათვის დამატება.

4. ეთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აგრეთვე სხვა ტე­ლეკომპანიებს, უზრუნველ­ყონ ფაშიზმზე გა­მარჯვების 65-ე წლისთავთან დაკავშირე­ბული სა­ზე­იმო ღო­ნის­ძი­ებების გაშუ­ქება.

       

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

 

 

ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების გეგმა

 

 

 

 

ღონისძიება

 

 

შესრულების ვადები

პასუხისმგებელი უწყება

შენიშვნა

1.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრე­ბუ­ლი პირებისათვის საიუბილეო მედლების დამზადება

 

საქართველოს შრო­მის, ჯანმრთე­ლო­­­ბისა და სოცია­ლური დაც­ვის სამი­ნისტრო

სულ 24 000 ცალი

 

მედლის ნიმუში და აღწერილობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით

2.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებუ­ლი პირებისათვის საიუბილეო მედლების გადაცემა

 

საქართველოს რეგი­ო­ნული განვი­თარები­სა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტრო

 

საქართველოს შრო­მის, ჯანმრთე­ლო­­­ბისა და სოცია­ლური დაც­ვის სამი­ნისტრო ს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებუ­ლე­ბა – ვეტერანთა საქ­მეების დეპარ­ტა­მენტი

 

 

3.

უცნობი ჯარისკაცის საფლავის, საძმო სასა­ფლაოების, ძეგლების კეთილმოწყობა ქ. თბი­ლისსა და მუნიციპალი­ტეტებში

2010 წლის მარტი-აპრილი

- საქართველოს რეგი­ო­ნული განვითა­რები­სა და ინფრა­სტრუქ­ტურის სამი­ნისტრო

-

ქალაქ თბილისის მერია

-

შესაბამის ადმინისტ­რაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში  სახელმ­წიფო რწმუნე­ბულები _ გუბერნა­ტორები

 

4.

ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღ­ნიშ­ვ­ნასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების გამართვა (ვეტერანთა მონაწილეობით)

2010 წლის მაისი

- საქართველოს რეგი­ო­ნული განვითა­რები­სა და ინფრა­სტრუქ­ტურის სამინისტრო

-

ქალაქ თბილისის მერია

-

შესაბამის ადმინისტ­რაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში  სახელმ­წიფო რწმუნე­ბულები _ გუბერნა­ტორები

 

 

5.

ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღნიშ­ვნასთან დაკავშირებით ვეტერანებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა

 

საქართველოს შრო­მის, ჯანმრთე­ლო­­­ბისა და სოცია­ლური დაც­ვის სამი­ნისტრო

 

საქართველოს ფინან­ს­თა სამინისტრო

 

ქალაქ თბილისის მერია

 

1. ფულადი დახმა­რება გადაეცემათ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – თითოეულს 200 ლარის ოდენობით

 

2. ქ. თბილისში დახმარებას აფინანსებს და გასცემს ქ. თბი­ლისის მერია

6.

საზეიმო სხდომა და კონცერტი ქ. თბილისსა და სხვა რეგიონებში

2010 წლის მაისი

საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო

 

საქართველოს რეგი­ო­ნული განვითარე­ბი­სა და ინფრასტრუქ­ტურის სამინისტრო

 

ქალაქ თბილისის მერია

 

შესაბამის ადმინისტ­რაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში  სახელმ­წიფო რწმუნე­ბულები _ გუბერნა­ტორები

 

 

7.

გაზეთ „საქართველოს ვეტერანის“საიუბილეო ნომრის გამოცემა

2010 წლის მაისი

საქართველოს შრო­მის, ჯანმრთე­ლო­­­ბისა და სოცია­ლური დაც­ვის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქ­ვე­უწ­ყებო დაწესე­ბულე­ბა _ ვეტერანთა საქ­მეების დეპარტა­მენტი

 

 

 

8.

თბილისში, გამარჯვე­ბის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავ­თან ღონისძიების უზ­რუნ­ველყოფა: დრო­შე­ბით, საპატიო ყარაუ­ლის ასეულითა და ორკესტრით

2010 წლის

9 მაისი

საქართველოს თავ­დაცვის სამინისტრო

 

ქალაქ თბილისის მერია

 

საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორ­ტის სამინისტრო

 

 

9.

საზოგადოებრივი წეს­რიგის დაცვა ღონისძიე­ბების გამართვის ადგი­ლებში

2010 წლის

9 მაისი

საქართველოს ში­ნა­გან საქმეთა სამი­ნი­სტ­რო

 

ქალაქ თბილისის მერია

 

 

10.

ღონისძიებების გამართ­ვის ადგილებში გადაუ­დებელი სამედი­ცინო დახმარების უზ­რუნ­ველ­­­ყოფა

2010 წლის

9 მაისი

ქალაქ თბილისის მერია

 

11.

ქ. ქერჩში (უკრაინა) ვეტერანთა დელეგა­ციის გაგზავნა საძმო სასაფლაოსა და იქ აგე­ბული ქართული ეკლესიის მოსანა­ხუ­ლებ­ლად

2010 წლის მაისი

საქართველოს შრო­მის, ჯანმრთე­ლო­­­ბისა და სოცია­ლური დაც­ვის სამი­ნისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებუ­ლე­ბა – ვეტერანთა საქ­მეების დეპარ­ტამენტი

 

12.

მირზა გელოვანის გად­მოსვენება ბელა­რუსის რესპუბლიკიდან

 

საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა და­ც­ვი­სა და სპორტის სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო