ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №244 |
|
2014 წლის 26 თებერავალი ქ. ქუთაისი |
ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 25 სექტემბრის №225 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
1.
1 საათამდე პერიოდი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
2.
3 საათამდე პერიოდი – 1 (ერთი) ლარი;
3.
ყოველი შემდეგი 1 (ერთი) საათი – 50 (ორმოცდაათი) თეთრი;
4.
1 დღე – 2 (ორი) ლარი;
5.
7 დღე – 5 (ხუთი) ლარი;
6.
30 დღე – 10 (ათი) ლარი;
7.
182 დღე – 25 (ოცდახუთი) ლარი;
8.
365 დღე – 40 (ორმოცი) ლარი.
მუხლი 2
დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასური დროის შემდეგი მონაკვეთების მიხედვით:
1.
ტაქსებისათვის:
ა)
10 დღე – 10 (ათი) ლარი;
ბ)
20 დღე – 20 (ოცი) ლარი;
გ)
30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი.
2.
სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისათვის:
ა)
1 დღე – 3 (სამი) ლარი;
ბ)
30 დღე – 30 (ოცდაათი) ლარი;
გ)
182 დღე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
დ)
365 დღე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი.
მუხლი 3
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 4
ცნობად იქნეს მიღებული, რომ პარკირების საფასურის გადახდა განხორციელდება პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში, ელექტრონული გადახდის საშუალებებით ან კანონით დაშვებული ნებისმიერი ფორმით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“?
- „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“ მიღებულია 26.02.2014. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი. დოკუმენტის ნომერი — №244. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.123.016196.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისში მესამე პირებზე პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას ყველა სახეობის პარკირების ადგილების სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარის დადგენის შესახებ“, №244, 26.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2263614/