სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 04/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 3

2012 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად:

1. ჰიდროელექტროსადგურების – ზომლეთის, ვაიოს, კორომხეთის, ჭოროხის, აჭარისწყალი 1-ის, აჭარისწყალი 2-ისა და აჭარისწყალი 3-ის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ჭაბურღილის განთავსებისათვის სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქედის სატყეო ადმინისტრაციის ცხმორისის სატყეოში 100 კვ.მ მიწის ფართობი, ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ხიხაძირის სატყეოში 500 კვ.მ, ზეგნის სატყეოში 400 კვ.მ, შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ჭვანის სატყეოში 100 კვ.მ და შუახევის სატყეოში 700 კვ.მ მიწის ფართობი (თითოეული ჭაბურღილისათვის 100 კვ.მ მიწის ფართობი), ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ზეგნის სატყეოში 100 კვ.მ , შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ჭვანის სატყეოში 100 კვ.მ , ფოლადაურის სატყეოში 100 კვ.მ , ხიჭაურის სატყეოში 200 კვ.მ და შუახევის სატყეოში 100 კვ.მ, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის კირნათის სატყეოში 100 კვ.მ მიწის ფართობი (თითოეული ჭაბურღილისათვის 100 კვ.მ მიწის ფართობი) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაზე“ გაცემულ იქნეს ერთი წლის ვადით .

2. შუახევის მუნიციპალიტეტში 5 კმ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ფოლადაურის სატყეოში 1.5 ჰა მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს შპს „სანალიაზე“ ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირების, მაგრამ არა უმეტეს 49 წლამდე ვადით.

3. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის, სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ბაღდათის, ზესტაფონი-ხარაგაულისა და წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბნებში 1095231.04 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს შპს „ენერგოტრანსზე“ ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირების , მაგრამ არა უმეტეს 49 წლამდე ვადით.

4. მდ. ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების –ხელვაჩაური 1-ის, ხელვაჩაური 2-ისა და კირნათის მშენებლობისათვის გზის გაყვანის მიზნით სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე 15222 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს შპს „აჭარა ენერჯი 2007“-ზე 2017 წლის 1 თებერვლამდე.

5. მაგისტრალური გაზსადენის „აბაშა-სენაკის“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კოლხეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე 2 803 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე“ 3 წლის ვადით.

6. სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის საჭირო წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის მიზნით, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის ბევრეთის სატყეოში 364 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს საქართველოს საპატრიარქოზე წყლის სათავე ნაგებობის ფუნქციონირების, მაგრამ არა უმეტეს 49 წლამდე ვადით.

7. მდ. მაგანას ხეობაში მაგანასა და ლექარდეს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობისათვის საჭირო გზების მოწყობის მიზნით, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ წალენჯიხის სატყეო უბანში 917874,0628 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს სს „აჩატ ინშაათ ვე სანიზე“ 5 წლის ვადით.

8. მდ. გუბაზეულის ხეობაში 1.9 მგვტ სიმძლავრის „ნაბეღლავის“ ჰიდროელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურამდე მისასვლელი გზებისა და არხის) მშენებლობისათვის, სააგენტოს გურიის სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებში 65479 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს სს „ალიანს ენერჯიზე“ 3 წლის ვადით.

9. მდ. გუბაზეულზე ჰიდროელექტროსადგურის გუბაზეული 6-ის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი გზების მშენებლობისა და საკვლევ-საბურღი სამუშაოების განხორციელების მიზნით, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ჩოხატაურის სატყეო უბნის მჟავე წყლის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 7456 კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემულ იქნეს კომპანია „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT TIKARET LIMITED SIRKETI“-ზე 2014 წლის 15 იანვრამდე.

პრემიერ -მინისტრი                       ნ. გილაური