„იაპონიის პროგრამა 2 KR I-VII“ ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შესაბამისი პირების გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№388
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №388

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„იაპონიის პროგრამა 2 KR I-VII“ ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შესაბამისი პირების გათავისუფლების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „იაპონიის პროგრამა 2 KR I-VII“ ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდნენ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით გათვალისწინებული პირები ამავე განკარგულების ძალაში შესვლის დღისათვის.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განკარგულების ძალაში შესვლის მომენტისათვის შესრულებულ ვალდებულებებსა და გადახდილ პირგასამტეხლოზე.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური