„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №138
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის2012წლის18იანვრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის2012წლის18იანვრის№43განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. გორის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობისა და ამისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს2012წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს587000 ( ხუთას ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი შემდგომში ა(ა)იპ–საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის გადასაცემად.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის101მუხლის მე-3პუნქტის„დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,ა(ა)იპ–საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქ. გორის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის მოწყობისა და ამისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად მისთვის გადაცემული თანხის ფარგლებში.“.
2. განკარგულება ძალაშია2012წლის18იანვრიდან.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური