შპს „საქართველოს რკინიგზის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №447
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს რკინიგზის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად:
1. შპს „საქართველოს რკინიგზის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგებიდან 179 199 000 (ას სამოცდაცხრამეტი მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარიდან 28 000 000 (ოცდარვა მილიონი) ლარი მიიმართოს სს „საპარტნიორო ფონდში“, ხოლო დარჩენილი თანხა მთლიანად დარჩეს შპს „საქართველოს რკინიგზის“ განკარგულებაში რეინვესტირებისათვის, შემდგომში თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტისათვის დაფინანსების წყაროს უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, 28 000 000 (ოცდარვა მილიონი) ლარიდან სს „საპარტნიორო ფონდში“ თანხის 24% მიიმართოს დივიდენდის სახით, ხოლო 76% – კაპიტალში შენატანის სახით.
3. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2012–2017 წლებში მისაღები წმინდა მოგებიდან ყოველწლიურად განაწილდეს 2012, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლების წმინდა მოგების 35%.
4. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგებიდან 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი მიიმართოს სს „საპარტნიორო ფონდში“, ხოლო დარჩენილი თანხა მთლიანად დარჩეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ განკარგულებაში.
5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარიდან სს „საპარტნიორო ფონდში“ თანხის 24% მიიმართოს დივიდენდის სახით, ხოლო 76% – კაპიტალში შენატანის სახით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური