ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების დაგეგმვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№761
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №761

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების დაგეგმვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის თაობაზე

1. ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, ფილოლოგის, პუბლიცისტისა და სოციოლოგის, ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ერთ‑ერთი გამორჩეული მებრძოლის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების საკითხების დაგეგმვასთან დაკავშირებით შეიქმნას კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

მირზა (პაპუნა) დავითაია

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ნუგზარ  წიკლაური

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ქირია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

გიორგი გამსახურდია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

მამუკა ქაცარავა

ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი

ბუბა კუდავა

სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი

ნინო სამსონია 

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხაკო წერეთლის სახელობის ასირიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კომისიის წევრი

ჯემალ შარაშენიძე

ა(ა)იპ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი

ქეთევან რამიშვილი

მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნათესავი, კომისიის წევრი

მაია წერეთელი

მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნათესავი, კომისიის წევრი

ვლადიმერ წერეთელი 

მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ნათესავი, კომისიის წევრი.

 

2. კომისიამ უზრუნველყოს ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის გადმოსვენებისა და დაკრძალვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.

პრემიერ‑მინისტრი       ნ .  გილაური