„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№500
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №500

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში წყლის პარკის მოწყობის მიზნით მოწყობილობის დაპროექტების, წარმოების, მიწოდებისა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „Whitewater West Industries“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 2 573 765 (ორი მილიონ ხუთას სამოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური