„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1092
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №302 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში წყლის პარკის მოწყობის მიზნით მოწყობილობის დაპროექტების, წარმოების, მიწოდებისა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „Whitewater West Industries“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 2 693 765 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური