აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საკოორდინაციო მექანიზმისთვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციფიკური ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებისა და საგნების გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №868
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საკოორდინაციო მექანიზმისთვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციფიკური ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებისა და საგნების გადაცემის შესახებ
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის III პუნქტისა და IV პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობით, 2012 წლის განმავლობაში საკოორდინაციო მექანიზმს (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) გადასცეს სპეციფიკური ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატები და საგნები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური