აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით, საკოორდინაციო მექანიზმისთვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგნების, პროდუქციისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1410
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021823
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1410

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით, საკოორდინაციო მექანიზმისთვის (გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგნების, პროდუქციისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების გადაცემის შესახებ

       1. „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკი­ცების შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის (ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა) IV თავის (ჩართულობის ინსტრუმენტები) პირვე­ლი პუნქტის შესაბამისად, აფ­ხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხო­ვრები მოსახლეო­ბის ჰუმა­ნი­ტარული დახმარების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქარ­თვე­ლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძ­ველ­ზე, გადაეცეს საკოორდინაციო მექანიზმს (გაეროს განვითარების პროგ­რამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგნები (ტექნიკა), პროდუქცია და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

       2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის შუამდგომლობის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საკოორდინაციო მექანიზმისთვის (გაეროს განვი­თა­რების პროგრამა (UNDP), პროექტი „დიალოგი“) 2016 წლის განმავლო­ბაში ამ განკარგულებით გათვალისწინებული შესაბამისი საქონლის გა­და­ცემა.

 

პრემიერ - მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი