საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 1598 და 1599 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1598. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15911 მუხლი:
„მუხლი 15911. კონკურენციის სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება
კონკურენციის სააგენტოსათვის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე.“.
3. 239-ე მუხლის:
ა) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.“;
ბ) 64-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე ნაწილი:
„65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან.
ქუთაისი, 21 მარტი 2014 წ. N2164-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.03.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2164-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.017366.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.03.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2164-IIს, 21.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017366 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294468/