„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1117
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1117

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე­თა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობი­სათ­ვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის სა­შუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №586 გა­­ნ­კარ­გულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­ხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შე­უ­ფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალ­გაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თავის სარგებლობაში არსებული ად­მინისტრაციული შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი №9) ჰოლისა და გარე ფასადის მოწყობისათვის შესაბამისი საპ­როექტო და სარემონტო სამუშაოების, აღნიშნულისათვის დიზაინე­რუ­ლი მომსახურებისა და შესაბამისი საქონ­ლის, საკონფერენციო დარბაზის ტექნიკუ­რი აპა­­რატურით აღჭურვისათვის და აგრეთვე მისი მოწყობი­სა­თ­­ვი ს დიზაინერული მომსახურებისა და შე­სა­ბა­მისი საქონლის სახელ­მწიფო შესყიდვები განახორ­ციე­ლოს გამარტივებული შეს­ყიდ­ვის საშუა­ლე­ბით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით საქარ­თველოს სპორტისა და ახალგაზრ­დო­ბის საქ­მეთა სამინისტროსათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი ასიგნებებიდან.“.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 5 აპრილიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                            ნიკა გილაური