პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1119
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1119

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ  ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფონდ „SOCO“-სა და ა(ა)იპ – საქართველოს პათოლოგიის რეფერალურ ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „საქართველოში პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნის, ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვის, განვითარებისა და შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადების ხელშეწყობის თაობაზე“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით პირობების დაზუსტება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფონდ „SOCO“-სა და ა(ა)იპ – საქართველოს პათოლოგიის რეფერალურ ცენტრთან, რაც არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობის თანხმობას.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პათოლოგიის რეფერალური ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობის მშენებლობისათვის აუცილებელი მიწის ფართობის გამოყოფა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად შესაბამისი სახსრების შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვა.

5. ეთხოვოს ქ. თბილისის მთავრობას ამ განკარგულებით გათვალისწინებული პათოლოგიის რეფერალური ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაში დახმარება.

პრემიერ-მინისტრი                        ნიკა გილაური                                           

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.06.2012.
როდის იქნა მიღებული „პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
„პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 13.06.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1119. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.06.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №1119, 13.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2295461/