„გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1402
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“‑ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“‑ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2012 წლის 5-8 სექტემბერს ქ. თბილისში დაგეგმილი გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“-ის ორგანიზების მიზნით შეიქმნას უწყებათშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
| ივანე მერაბიშვილი | – | – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი |
| გიორგი ხაჩიძე | – | – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე |
| გიორგი ზედგინიძე | – | – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე |
| დავით ჯალაღანია | – | – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| ეკატერინე ზღულაძე | – | – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| კონსტანტინე კინწურაშვილი |
– | – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| დავით ალავიძე | – | – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე |
| შოთა უტიაშვილი | – | – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი.“. |
2. მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარემოს დაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“-ის ორგანიზების მიზნით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგნებებში მოიძიოს რესურსი 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის ფარგლებში განახორციელოს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება;“.
3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, 2012 წლის 5-8 სექტემბერს ქ. თბილისში დაგეგმილ გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ფარგლებში შერჩეული მოხალისე სტუდენტების მომსახურების მიზნით უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების (საწვავით) გამოყოფა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობითი მიმართვის შესაბამისად.“.
4. მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი+35“-ის ფარგლებში დაგეგმილი ექსკურსიებისა და ღონისძიებებისას კონფერენციის მონაწილეთა ესკორტირებით უზრუნველყოფა.“.
6. განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „მოსამზადებელი სამუშაოები | |
| დამატებითი შტატგარეშე თანამშრომლები |
175 000,00 |
| მივლინება | 50 000,00 |
| საოფისე ხარჯები | 30 500,00 |
| ვებგვერდი | 5 000,00 |
| პუბლიკაციები | 20 000,00 |
| მოხალისე სტუდენტები | 10 000,00 |
| ბილბორდები და ლაითბოქსები | 30 000,00 |
| გაუთვალისწინებელი ხარჯები | 20 000,00 |
| სულ: | 340 500,00 |
| კონფერენციის ხარჯები | |
| ავიაბილეთები (მათ შორის, ბიზნესკლასი) | 825 000,00 |
| კვება | 164 000,00 |
| ტრანსპორტირება | 80 000,00 |
| სასტუმრო | 325 800,00 |
| კულტურული პროგრამა | 55 000,00 |
| მოწვეული სპიკერების ჰონორარი | 20 000,00 |
| საკონფერენციო დარბაზი | 160 000,00 |
| თარგმანი | 20 000,00 |
| ბანერები | 10 000,00 |
| საჩუქრები დელეგატებისთვის | 60 000,00 |
| ფოტოგრაფები | 5 000,00 |
| ფილმის შექმნა კონფერენციის შესახებ | 100 000,00 |
| LCD მონიტორები და სხვა აპარატურა | 10 000,00 |
| გაუთვალისწინებელი ხარჯები | 74 700,00 |
| სულ: | 1 909 500,00 |
| სულ პროექტის ღირებულება: | 2 250 000,00“. |
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1402. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია „თბილისი +35“ ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1402, 20.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2303519/