„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2214
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკა (2014წლის 30 ივნისის ჩათვლით) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით, მათ შორის:
ა.ა) წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია არასრულად იმუნიზებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის;
ა.ბ) სამედიცინო პერსონალის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;
ა.გ) წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;
ა.დ) ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
ა.ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტი ნ გენტების წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია;
ა.ვ) სხვა კონტი ნ გენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.
ბ) „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2012 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2013 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებამდე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილების (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №482 დადგენილება) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, აუნაზღაურდეთ არაგეგმიური იმუნო - პროფილაქტიკის განხორციელების მიზნით გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება, ხოლო 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 30 ივნისის ჩათვლით აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდეთ „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილებით დამტკიცებული იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) სამედიცინო დაწესებულებებს და აღნიშნული განკარგულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) მიმწოდებლად ცენტრში რეგისტრირებულ (ან მომავალში დარეგისტრირებულ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებს;“.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი – 35 03 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 1 მლნ ლარი, ხოლო „საქართველოს 2014წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“(პროგრამული კოდი – 35 03 0301) გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 150 ათასი ლარი შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ღონისძიება | 2013 წლის ბიუჯეტი (ათასი ლარი) | 2014 წლის ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1 | ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა | 877,5 |
|
| 2 | მომსახურების (აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაცია) ანაზღაურება | 62,5 | 120,0 |
| 3 | საინფორმაციო კამპანიის წარმოება | 60,0 | 30,0 |
|
| მ.შ. ვიდეორგოლის მომზადება | 6,0 |
|
| სულ |
| 1000,0 | 150,0.“. |
3. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ‑ მინისტრი ი . ღარიბაშვილი