შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№476
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016814
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №476

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით  სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუახევის ჰესის კასკადის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ჰესის გვირაბების მშენებლობისთვის საჭირო ასაფეთქებელი ნივთიერებების 75-ტონიანი საწყობის მშენებლობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, 0,55435 ჰა მიწის ფართობზე, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა შპს „AGE BATUM“-ს (ს/კ 445426762) განესაზღვროს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. შპს „AGE BATUM“-ი ვალდებულია, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.03.2014.
როდის იქნა მიღებული „შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 20.03.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №476. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016814.
სად არის „შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „AGE BATUM“-ისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №476, 20.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016814 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2305280/