„სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/267
სარეგისტრაციო კოდი
010330000.22.055.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/267

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:


მუხლი 1
„სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №01/129 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/06/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.22.055.016016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანების მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მის მიერ გაწრთვნილმა სპორტსმენმა დაიკავა სულ მცირე მე-6 ადგილი მაინც, ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სულ მცირე მე-3 ადგილი მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე;
ა.ბ) მის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე (დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში);

ა.გ) მის მიერ გაწვრთნილმა არანაკლებ ორმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატზე (დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში)“. 
2. ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ზაფხულის ან ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  მონაწილეობის ლიცენზია (სათამაშო სახეობებში);
ბ.ბ) მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება (სათამაშო სახეობებში, დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში)“. 
3. ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ე) სპორტის ინდივიდუალური (ოლიმპიური) სახეობების მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატების გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი (დიდებში, ახალგაზრდებში, ჭაბუკებში)“.
4. ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რომლებმაც არაოლიმპიურ სახეობებში მიაღწიეს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წარმატებებს“.

5. ბრძანების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რომლებმაც აღზარდეს წარმატებული სპორტსმენები სპორტის ეროვნულ სახეობებსა და იმ სახეობებში, რომლებშიც არ ტარდება ამ ბრძანების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შეჯიბრებები“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2014.
როდის იქნა მიღებული „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01/267. სარეგისტრაციო კოდი — 010330000.22.055.016040.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის N01/129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01/267, 10.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.055.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2316597/