შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№648
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №648

 2014 წლის 10 აპრილი

 ქ. თბილისი

შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

    1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულ შპს „თეთნულდ დეველოპმენტსა“ (შემდგომში – კომპანია) და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკს“ შორის 2013 წლის 30 მაისს გაფორმებული № გ.შ.გან423/1 ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ იქნა თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქ­ტურის განვითარების საპროექტო დოკუმენტაცია.

    2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს საზედამხედველო მომსახურების, სამშენებლო-სამონტაჟო სამუ­შაოებისა  და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    3. ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო მომსახურების, სამშენებლო-სამონტაჟო სამუ­შაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მაისის №423 განკარგულების საფუძველზე, კომპანიისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების აუთვისებელი 500 000 (ხუთასი ათასი) ლარით და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2157 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარით.

 

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი