სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №781
2014 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“პირდაპირიმიყიდვისფორმითპრივატიზებისშესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში მდებარე 1313,05 მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (ს/კ №54.00.040) და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში მდებარე 7899,9 მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (ს/კ№54.00.039) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1(ერთ) ლარად,საკუთრებაში გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება„სოკარ ჯორჯია გაზს“(საიდენტიფიკაციო კოდი №202403121 ).
2. საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;
ბ)შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში არანაკლებ 600 (ექვსასი) აბონენტის გაზიფიცირება (პოტენციური აბონენტის შექმნა), შემდგომში, მათთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, რაც საშუალებას მისცემს პოტენციურ მომხმარებელს (აბონენტს) ჩაებას გაზსადენის საერთო ქსელში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑ მინისტრი ი. ღარიბაშვილი