სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1594
2013 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, სოფელ კალინინოში, სოფელ ბირლიკში მდებარე 15057.3 კმ. ბუნებრივი აირის მილსადენი (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N81.00.351) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლს“ (ს/კ 236096425).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;
ბ) 2014 წლის 1 მაისამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, სოფელ კალინინოში, სოფელ ბირლიკში მდებარე ბუნებრივი აირის მილსადენზე არსებული გაზიფიცირებული აბონენტების გაზმომარაგების მიზნით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 27.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1594. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016237.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზი - ქართლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1594, 27.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016237 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2103480/