საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2207
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2207

2011 წლის 18 ნოემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივა­ტი­ზე­ბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექ­ტემ­ბ­რის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნ­ქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, მოწონე­ბულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორ­მე­ბე­ლი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის 5.2.3 ქვეპუნქტი და 5.4 მუხ­ლი შემდეგი რე­დაქ­ცი­ით, კერძოდ:

ა) „5.2.3. ხელშეკრულების 3.1.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული საინ­ვეს­ტი­­ციო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრუ­ლების შემ­თხვევაში „გამყიდველი“ „მყიდველს“ გადასცემს დარღვევის ხა­სიათის აღ­მწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარ­ღვევის გა­მოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგა­სამ­ტეხლოს დარ­ჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% ოდენობით დარ­ღვე­ვის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წინა­მდე­ბარე ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯა­მუ­რი ოდ­ენობა არ შე­ი­ძლება აღემატებოდეს 1 000 000 აშშ დოლარის ეკ­ვ­ი­­­ვა­ლენტ ლარს.“;

ბ) „5.4. ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებით დადგენილი ვალ­დებულებების განმეორებით/დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემ­თხვევა ან/და მათი დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გა­დაუხდელობა დაწესებულ ვადაში „გამყიდველს“ უფლებას აძლევს, ცალ­­მხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრუ­ლე­ბის 5.2.3 ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო და უპ­ირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ჩა­ი­რი­ცხ­ება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მყიდველი ქონებაზე ინარჩუნებს უპ­ი­რ­ობო საკუთრების უფლებას. „მყიდველს“ ასეთ შემთხვევაში არ აუ­ნა­ზ­ღ­ა­­ურდება გა­დახ­დილი საპრივატიზებო თანხა.“.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხ­ლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკ­რუ­ლე­ბის პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2047 განკარგულება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               ნიკა გილაური