საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1311
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის სატყეო სამმართველოს ამბროლაურის სატყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №25, 28, 30, 32 და 37 კვარტალებიდან 8000 მ3 სამასალე მერქნის მისაღებად გამოყოფილი ტყეკაფების შეთანხმება და დამაგრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილ ტყითმოსარგებლეზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს გამოყოფილი ტყეკაფების ათვისების კონტროლი.
3. განკარგულების შესაბამისად 8000 მ3 სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი ტყითმოსარგებლემ გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ მერქნული რესურსებისათვის დაწესებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, ტყეკაფების გამოყოფისა და ხე-ტყის დამზადების სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს შესაბამისი ტყითმოსარგებლე.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 აგვისტოს №622 განკარგულება„საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“;
ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №964 განკარგულება„საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური