საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1434
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1434

2012 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის №17/07/02 განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის პირობა, რომლის თანახმადაც, მყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანისა და ამავე პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ     20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განმეორებით/დამატებით ვადაში შეუსრულებლობის ან/და ამ ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მყიდველი ქონებაზე შეინარჩუნებს უპირობო საკუთრების უფლებას, ამასთან, ასეთი შემთხვევის დადგომისას, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო თანხა.

 

   პრემიერ-მინისტრი                             ივანე მერაბიშვილი