,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
430040000.35.148.016195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2014 წლის 13 მაისი

ქ. გორი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის №39 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/09/2013; 430040000.35.148.016168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„31 მუხლი.    საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის უფლება-მოვალეობები

 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი:

ა) მოქმედებს ბაღის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ბ) განსაზღვრავს ბაღის საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს საშტატო განრიგს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით;

გ) უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის სისტემატურ ამაღლებას;

დ) უზრუნველყოფს საბავშვო ბაგა-ბაღს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით და სხვა საჭირო მასალით;

ე) პასუხს აგებს საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, რაიმე მიზეზით  საბავშვო ბაგა-ბაღის ფუნქციონირების პარალიზების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს;  

ვ) პასუხს აგებს ფინანსური და მატერიალური სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე;

ზ) ადგენს საბავშვო ბაგა-ბაღის მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;

თ) აწარმოებს ბავშვების ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და მათ გადაყვანას. იღებს ზომებს საბავშვო ბაღის კონტინგენტის ასათვისებლად;

ი) ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების ჯანმრთელობისა და  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

კ) უზრუნველყოფს სანიტარიულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას;

ლ) მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლებს მის სრულყოფილ დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს;

მ) პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარიული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე,  მათ შორის   უზრუნველყოფს კვების მენიუს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას;

ნ) შრომითი საქმიანობის დასარეგულირებლად ამტკიცებს საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

ო) უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას;

პ) ვალდებულია პერიოდულად გააცნოს მშობლებს საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები:

,,ტ) ცეკვის მასწავლებელი“;

,,უ) უცხო ენის მასწავლებელი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2014.
როდის იქნა მიღებული „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.05.2014. მიმღები ორგანო — გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 430040000.35.148.016195.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №14, 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 430040000.35.148.016195 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2344918/