ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2608
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№260 8

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა– შემოსავლების სამსახურმა მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ განკარ­გულების დანართით გათვალისწინებული 11 ერთეული ლიკვი­დი­რებუ­ლი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩა­მოწერის თაობაზე. აღნიშნულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს პირადი აღ­რიც­ხვის ბარათებზე 2011 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხე­ბათ საგადასახადო დავალიანება 210918.53 ლარის ოდენობით. საჯარო სა­მართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს მიზანშეწო­ნილად მიაჩნია, დანართით გათვალისწინებულ ლიკვიდირებულ საბიუ­ჯეტო ორგანიზაციებს ჩამოეწეროთ 2011 წლის 17 ოქტომბრის მდგომა­რეობით რიცხული საგადასახადო დავალიანება – 210918.53 ლარი.

2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 11 ნაწი­ლისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალია­ნების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდირებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, თითოეულს ამავე განკარგულების დანართით განსაზ­ღვ­­რული საგადასახადო დავალიანებების სტრუქტურის მიხედვით, ჩა­მო­ეწეროთ 2011 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით რიცხული საგადა­სახადო დავალიანება – 210918.53 (ორას ათი ათას ცხრაას თვრამეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით , მათ შორის: მო­გების გადასახადი – 491.40 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 11976.22 ლარი, სოციალური გადასახადი – 181370.10 ლარი, ქონების გადასახადი – 4712.39 ლარი, სხვა გადასახადები (გაუქმებული) – 51.51 ლარი, სხვა ჯარიმები – 11816.91 ლარი, ჯარიმები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის – 500 ლარი.

 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, უზრუნველყოს ამავე დანართით გათვალის­წინებული ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაციების პირა­დი აღ­რიცხვის ბარათებზე შესაბამისი თანხების შემცირება.

პრემიერ-მინისტრი   ნიკა გილაური

 

დანართი

 

ს/ნ

დასახელება

სამ. ფორმა

ლიკვიდაცია

დავალიანება 17.10.2011წ.

მოგება

საშემოსავლო

სოციალური

სხვა ჯარიმები

სხვა გადასახადები (გაუქმ.)

ქონება

სალარო აპარატი

1

212709194

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

სსიპ

ლიკვიდირებულია

61989.08

 

 

61989.08

 

 

 

 

2

212904749

ქ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის

1-ლი სამუსიკო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

60596.88

107.77

3617.26

48348.46

8349.51

 

173.88

 

3

212904758

ქ. ქუთაისის მე-4 სამუსიკო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

27816.01

49.88

2342.5

24886.8

536.83

 

 

 

4

212904721

ქ. ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

24148.86

 

 

24092.34

 

51.51

5.01

 

5

212905212

მე-10 კომპლექსური სასპორტო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

19913.64

 

4404.8

15508.84

 

 

 

 

6

212899078

ქ. ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმი

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

6038.56

 

 

6038.56

 

 

 

 

7

212699114

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი `ქუთაისი~

 

ლიკვიდირებულია

5626.06

9.45

17.98

112.25

452.88

 

4533.5

500

8

212904730

ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე‑2 სამუსიკო სკოლა

 

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

2724.92

324.3

 

 

2400.62

 

 

 

9

212905123

ქუთაისის მე‑18 კრივის სასპორტო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

1735.82

 

1471.77

264.05

 

 

 

 

10

212905454

მაია ჩიბურდანიძის სახელობის ქუთაისის

მე‑16 საჭადრაკო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

198.98

 

121.91

 

77.07

 

 

 

11

212905203

მე‑100 კომპლექსური სასპორტო სკოლა

ა(ა)იპ

ლიკვიდირებულია

129.72

 

 

129.72

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

210918.53