„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 26/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №114

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამთავრობო კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი № 2);“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა გამოყონ წარმომადგენლები სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.“.

3. პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით დამტკიცებული № 2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამთავრობო კომისიის შემადგენლობა“.

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური