საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“ ის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, სს „ლიბერთი ბანკისათვის“ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№809
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №809

2014 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, სს „ლიბერთი ბანკისათვის“ გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“‑ს მიეცეს თანხმობა, თავის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება – ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო‑საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.72.14.009. 200) მდებარე შენობა‑ნაგებობის მთლიანი ფართიდან 5 კვ.მ და ქ. თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე არსებული არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.19.19.005.048) მდებარე შენობა‑ნაგებობის მთლიანი ფართიდან 5 კვ.მ აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით, არა უმეტეს 5 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1 კვ.მ‑ზე 10 ლარის ოდენობით, გადასცეს სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/კ 203828304).

 

 პრემიერ‑მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი