„ბესიაურის“ კირქვის გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №804
2011 წლის 1 2 აპრილი
ქ. თბილისი
„ბ ესიაურის“კირქვის გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 11 მარტის №4385 საქართველოს კანონის, „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბესიაურის ტერიტორიაზე დანართით განსაზღვრულ კოორდინატებში „ბესიაურის“კირქვაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 122 000 (ას ოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბესიაურის ტერიტორიაზე არსებული კირქვის საბადოს ადგილმდებარეობის შესახებ X და Y კოორდინატები:
| № | X | Y |
| 1 | 296156 | 4694657 |
| 2 | 296157 | 4694706 |
| 3 | 296355 | 4694730 |
| 4 | 296382 | 4694825 |
| 5 | 296511 | 4694859 |
| 6 | 296534 | 4694778 |
| 7 | 296521 | 4694675 |