საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №52

2008 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:

ა) „ელექტროენერგეტიკის სფეროში დავალიანებათა მართვის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 17.05.06. №1/172);

ბ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 09.03.06. №1/73);

გ) „იარაღის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 11.05.07. №1/113);

დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 09.11.07. №1/306);

ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 22.11.07. №1/326);

ვ) „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 29.11.07. №1/378);

ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 15.06.07. №1/153);

თ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 05.12.07.№1/380);

ი) „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ადგილო ბ რივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 10.01.08. №1/1).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე