მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2475
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 17/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2475

2011 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე შეღავათის გაწევის მიზნით:

1. ელექტროენერგიის მომხმარებლებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება, ერთჯერადი ღონისძიების სახით მიეცეთ ელექტროენერგიის ვაუჩერი – 20 ლარის ოდენობით.

2. ამ განკარგულების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვაუჩერი – განკარგულებით გათვალისწინებული მომხმარებლებისათვის განკუთვნილი მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ავტომატურად ანიჭებს ვაუჩერის მოსარგებლეს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე, ერთჯერადად, 20 ლარის ოდენობის შეღავათს. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

ბ) ვაუჩერის მოსარგებლე – ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული მომხმარებელი.

3. ვაუჩერის მოსარგებლე უფლებამოსილია:

ა) ავტომატურად, ერთჯერადად, მიიღოს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ღირებულების 20‑ლარიანი შეღავათი; ან

ბ) 2012 წლის 1 მარტამდე მის პირად ბარათზე არსებული 20‑ლარიანი შეღავათი ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით აჩუქოს სხვა ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ამის საფუძველზე ავტომატურად ისარგებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 20‑ლარიანი შეღავათით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების №1 დანართის შესაბამისი ფორმისა და №2 დანართში მოცემული სიის მიხედვით 20‑ლარიანი ელექტროენერგიის სახელობითი ვაუჩერების დაბეჭდვა;

ბ) დაბეჭდილ სახელობით ვაუჩერებზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, რომელიც იდენტური იქნება შესაბამისი ვაუჩერის მოსარგებლის სააბონენტო ნომრისა;

გ) 2012 წლის 15 თებერვლამდე განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

დ) 2011 წლის 31 დეკემბრამდე განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული ვაუჩერის მოსარგებლეებისათვის შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ მომხმარებელზე – 20 ლარი) გადარიცხვა, მოსარგებლეებისათვის ვაუჩერის გადაცემის მიუხედავად.

5. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა უზრუნველყონ:

ა) თანხის ჩარიცხვისთანავე მისი ასახვა იმ მოსარგებლეთა პირად ბარათებზე (ერთ მომხმარებელზე – 20 ლარი), რომლებიც განისაზღვრებიან განკარგულების №2 დანართის შესაბამისად;

ბ) ვაუჩერის გაჩუქების შემთხვევაში დასაჩუქრებულისათვის (ვის სასარგებლოდაც გაჩუქდა ვაუჩერი) 20‑ლარიანი შეღავათის ასახვა ელექტროენერგიის მომხმარებლის პირად ბარათზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან სხვადასხვა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის აბონენტები;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა მომხმარებლებისათვის ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის გადაცემის აღრიცხვის (რეესტრი) წარმოება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმის იდენტიფიცირება, რომ ნაჩუქარი ვაუჩერის სადისტრიბუციო კომპანიაში წარმდგენი პირი და ამ ვაუჩერით დასაჩუქრებული აბონენტი ერთი და იგივე პირია ან არის დასაჩუქრებული აბონენტის მისამართზე რეგისტრირებული პირი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

ე) ვაუჩერის დარიგების პროცესში სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისათვის დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა იმ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება აბონენტის მისამართის მიგნება.

6. დამტკიცდეს:

ა) ვაუჩერის ფორმა №1 დანართის შესაბამისად;

ბ) 1053 მომხმარებლის სია №2 დანართის შესაბამისად;

გ) ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი №3 დანართის შესაბამისად.

7. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ სააგენტოს ვაუჩერების დასარიგებლად. სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთშეთანხმებით, შესაძლებელია ვაუჩერების დარიგება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეშვეობით. აღნიშნული პროცესის კოორდინაცია განახორციელონ სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა შესაბამის ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში.

8. მოსახლეობის ელექტროენერგიის ვაუჩერით უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებები და საჭირო ხარჯები დაფინანსდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებიდან, ორგანიზაციული კოდი – 3516 „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერებით უზრუნველყოფა“.

9. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტომ საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

 

დანართი №1

Copy of vaucher bolo.jpg

 

 

დანართი №3

ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლებამოსილი პირი – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სათანადო უფლება‑მოვალეობით აღჭურვილი ფიზიკური პირი, მოსარგებლეთათვის ვაუჩერის გადაცემის ფუნქციით. ცალკეულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამ კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე);

ბ) პერსონალური რეესტრი – სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ამ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებული ბენეფიციარების საკონტაქტო მონაცემები და რომლის საფუძველზეც ხორციელდება მოსარგებლეთათვის ვაუჩერის დარიგება;

გ) სადისტრიბუციო კომპანია – მოსარგებლისათვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი სადისტრიბუციო კომპანია.

    მუხლი 2. ვაუჩერი და მოსარგებლეთა პერსონალური რეესტრები

1. სააგენტო უზრუნველყოფს პერსონიფიცირებული (აბონენტის ნომერი და მისამართი) ვაუჩერის ფორმების სტამბური წესით ბეჭდვას.

2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის მისაწოდებლად სააგენტო ხელმძღვანელობს ამ განკარგულების №2 დანართის შესაბამისი ელექტრონული სიით.

    მუხლი 3. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის

1. მოსარგებლეს ვაუჩერი გადაეცემა პერსონალური რეესტრის საფუძველზე, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით.

2. ვაუჩერის მიმღები შეიძლება იყოს აბონენტის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). მომხმარებლისათვის ვაუჩერი შესაძლებელია აგრეთვე გადაცემულ იქნეს სააგენტოში მისი მომართვის შემთხვევაშიც.

    მუხლი 4. ანაზღაურება საპრეზიდენტო სუბსიდიის ვაუჩერის შესაბამისად

1. ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათი აბონენტის პირად ბარათზე აისახება ავტომატურად, ვაუჩერის დარიგებამდე, და არ არის საჭირო მისი წარდგენა სადისტრიბუციო კომპანიაში.

2. მომსახურე სადისტრიბუციო კომპანიის სერვისცენტრში ვაუჩერის წარდგენა სავალდებულოა:

ა) თუ 2012 წლის 15 იანვრამდე შეღავათი არ აისახა აბონენტის პირად ბარათზე;

ბ) ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის სხვა აბონენტისაგან საჩუქრად მიღების შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუცილებელია ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნეს მითითებული სასურველი აბონენტის (დასაჩუქრებულის) მონაცემები და სადისტრიბუციო კომპანიაში ვაუჩერის წარდგენა მოხდეს არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე.

4. ვაუჩერი სადისტრიბუციო კომპანიაში უნდა წარადგინოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა აბონენტმა ან ამ აბონენტის მისამართზე რეგისტრირებულმა ნებისმიერმა პირმა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა და თან იქონიოს პირადობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 5. მოსარგებლისათვის ვაუჩერის დარიგება

1. მოსარგებლეებს ვაუჩერი გადაეცემათ განკარგულების №2 დანართით გათვალისწინებულ მისამართზე. ვაუჩერის გადაცემისათვის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი 15 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელებს მინიმუმ 3 ვიზიტს იმ შემთხვევაში, როცა რაიმე მიზეზით ვაუჩერი ვერ გადაეცა მოსარგებლეს პირველი ორი ვიზიტის დროს.

2. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად უფლებამოსილი პირი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სააგენტოსაგან იღებს მასზე გაპიროვნებულ ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალურ რეესტრს მოსარგებლეთა მონაცემებით.

3. უფლებამოსილი პირი პერსონალურ რეესტრში მითითებული მისამართის მიხედვით საცხოვრებელ ბინაში აკითხავს მოსარგებლეს.

4. ვაუჩერი უნდა გადაეცეს უშუალოდ აბონენტის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად). იდენტიფიკაციის შემდეგ პერსონალურ რეესტრში მკაფიო, გასაგები ხელწერით შეიტანება:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ნებისმიერი ხელმისაწვდომი ტელეფონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) გრაფაში – „შენიშვნა“ აღინიშნება რაიმე განსაკუთრებული, საყურადღებო ინფორმაცია მოსარგებლის ადგილსამყოფელთან ან მის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელობა აქვს ვაუჩერის გადაცემისათვის;

გ) გრაფაში – „შედეგი“ აღინიშნება ვაუჩერის გადაცემის შედეგი ან ვადის ამოწურვის (მინიმუმ 3 ვიზიტის) შემდეგ დაფიქსირებული ის მიზეზი, რის გამოც მუშაკმა ვერ შეძლო ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის. სტანდარტული მიზეზები სათანადო კოდით მითითებული უნდა იყოს პერსონალური რეესტრის ყოველ ფურცელზე.

5. უფლებამოსილი პირი აცნობს და უხსნის მოსარგებლეს ვაუჩერით სარგებლობის პირობებს, განუმარტავს უფლებებსა და ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათის გაჩუქების წესს.

6. ვაუჩერისა და შესაბამისი განმარტებების მიღების ფაქტი დასტურდება მოსარგებლის ხელმოწერით რეესტრის გრაფაში – „ვაუჩერის მიღების დადასტურება“.

7. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ზუსტად, დანიშნულებისამებრ მიიტანოს ვაუჩერი და დაამისამართოს ის მრიცხველის სააბონენტო ნომრის მიხედვით. არამართლზომიერ მოქმედებაში უფლებამოსილი პირის მონაწილეობა გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას.

    მუხლი 6. საგანგებო შემთხვევები

1. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწორებული შეცდომა მოწმდება უფლებამოსილი პირის მიერ შენიშვნის გრაფაში ჩაწერილი სიტყვით – „შევასწორე“.

2. ვაუჩერის, მოსარგებლის (ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მიმღების) გარდა, სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ პირს.

3. თუ პერსონალურ რეესტრში ან ვაუჩერზე აბონენტის მისამართი არ არის დაბეჭდილი ან დაბეჭდილია არასრულად, ან დაბეჭდილი მისამართის მიგნება ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ აბონენტის ადგილმდებარეობა უნდა დადგინდეს შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიის მეშვეობით აბონენტის ნომრის გამოყენებით.