1. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.

2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: პირველი კომპონენტი - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; მე-2 კომპონენტი - უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა; მე-3 კომპონენტი - ტექნიკური დახმარება.

3. პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთობლივად, ისე ცალ‑ცალკე, გარდა მე-3 კომპონენტისა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ პირველ ან/და მე-2 კომპონენტთან ერთობლიობაშ