1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

2. სააგენტო, პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას და კრედიტზე დარიცხული წლიური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ასევე, პროგრამის ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში.

3. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, პროგრამის საინფორმაციო‑ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას ახორციელებს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. სააგენტოს, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის, ასევე, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის, პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.

5. კომერციული ბანკი, ამ პროგრამის და ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია გასცეს კრედიტი.

6. პროგრამის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უძრავი ქონების მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.

7. ინოვაციების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს, პროგრამის ბენეფიციარისთვის ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას, მათი მოთხოვნის შემთხვევაშ